“ბაიერნის” ახალწვეული სერჟ გნაბრი მომდევნო სეზონს “ჰოფენჰაიმში” ჩაატარებს. აღნიშნული ინფორმაცია მიუნხენური გრანდის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.
22 წლის ფეხბურთელი “სოფლელებში” ერთწლიანი იჯარით ითამაშებს.
შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა შემტევი “ბაიერნმა” მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრისას 8 მილიონ ევროდ გაიფორმა. გნაბრიმ გასულ სეზონში “ვერდერის” რიგებში 27 შეხვედრა ჩაატარა, 11 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.