ფეხბურთი

0:20 | 15.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

“დეპორტივომ” ბაკალი ინათხოვრა

“დეპორტივოს” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, “ვალენსიას” შემტევი ზაქარია ბაკალი ერთწლიანი იჯარით გალისიურ კლუბში ითამაშებს.

21 წლის ფეხბურთელმა სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და კონტრაქტს ხელი მოაწერა.

ბელგიელ მოთამაშეს გასულ სეზონში “ღამურების” ძირითად შემადგენლობაში მოხვედრა უჭირდა და უმეტესად ბოლო წუთებზე თამაში უწევდა. მან მთლიანობაში 21 შეხვედრა (სულ 399 წუთი) ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი გააკეთა.

ზაქარიას “ლოს ჩესთან” მოქმედი კონტრაქტი 2020 წლამდე აკავშირებს.

0.122055