ინგლისის ნაკრების მარჯვენა მცველი კაილ უოლკერი კარიერას “მანჩესტერ სიტიში” განაგრძობს. ამის შესახებ “ქალაქელების” ოფიციალური ვებგვერდი წერს.
27 წლის ფეხბურთელმა სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ის ახალ კლუბში 2-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. კაილის სანაცვლოდ “ტოტენჰემი” 56.7 მილიონ ევროს მიიღებს.
უოლკერი “ტოტენჰემის” ღირსებას 2009 წლიდან იცავდა და 228 მატჩში 4 გოლის გატანა მოახერხა.