ბედნიერ დასაწყისს ბედნიერი დასასრული აქვს. ლეონარდო ბონუჩი “მილანის” ფეხბურთელი და მომავალი კაპიტანია. იტალიელმა მცველმა “როსონერისთან” 5-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი და “შავ-წითლების” შემადგენლობაში 2022 წლის ზაფხულამდე დარჩება.
კლუბებს შორის შეთანხმებას 1 დღე-ღამე დასჭირდა და უცნაურია, თუმცა, ბონუჩი უკვე “შავ-წითელია”. მისი ტრანსფერი “მილანს” 40 მილიონი ევრო დაუჯდა და ფეხბურთელი წელიწადში ხელფასის სახით 8 მილიონ ევროს მიიღებს.