ამერიკული კლუბები შვედი ფორვარდის ზლატან იბრაჰიმოვიჩის გადაბირების მცდელობას არ წყვეტენ და ფეხბურთელის პასუხს ელიან.
ცნობილია, რომ განსაკუთრებით “ლოს ანჯელეს გელექსი” აქტიურობს, რომელიც მზადაა, ზლატანი MLS-ის ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელად აქციოს. თუმცა, თავად იბრაჰიმოვიჩს ევროპიდან წასვლის დიდი სურვილი არ აქვს და არც წინადადადებების ნაკლებობას უჩივის.
ბოლო პერიოდში დასახელდა “მილანში” ან ტურინის “იუვენტუსში” დაბრუნების ვარიანტებიც, მაგრამ ბრიტანული გამოცემები “მანჩესტერ იუნაიტედში” მის დარჩენასაც არ გამორიცხავენ. მართალია, შვედს ინგლისურ კლუბთან კონტრაქტი დაუსრულდა და მისი წასვლის შესახებაც ოფიციალურად გამოცხადდა, თუმცა როგორც ირკვევა, მხარეები მოკლევადიანი ხელშეკრულების გაფორმებაზე მსჯელობენ.