სერბი მსროლელი ბოგდან ბოგდანოვიჩი “საკრამენტო კინგზის” მოთამაშე ოფიციალურად გახდა. გავრცელებული ინფორმაციით, სერბმა კლუბთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, რაშიც 27 მილიონ ამერიკულ დოლარს მიიღებს.
ბოგდანოვიჩი ბოლო სამი სეზონი “ფენერბაჰჩეს” ღირსებას იცავდა, წლეულს კი ევროლიგის ჩემპიონი გახდა.