ფეხბურთი

23:40 | 13.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

“ბენფიკა” და მაკარიძე ისევ შესაძლებელია

საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მაკარიძე ლისაბონის “ბენფიკას” ინტერესთა სფეროში ისევ მოხვდა. ავტორიტეტული პორტუგალიური გამოცემა A Bola იტყობინება, რომ “არწივებში” ქართველის ჩარიცხვის შანსი ისევ გაჩნდა.

საქმე ისაა, რომ “ატლეტიკოს” მეკარემ, ანდრე მორეირა, რომელსაც “ბენფიკას” უკავშირებდნენ, “ბრაგაში” გადაბარგდა და ამიტომაც, ლისაბონელები გიორგის ვარიანტს დაუბრუნდნენ.

“ბენფიკაში” ჟულიო სეზარი, ბრუნო ვარელა და პაულო ლოპეში ირიცხებიან, მაგრამ მთავარ მწვრთნელ რუი ვიტორიას ლოპეშის სამწვრთნელო საქმიანობაში გადაყვანა სურს, რადგან 39 წლისაა.

აქვე გეტყვით, რომ იგივე გამოცემა მაკარიძის “ბენფიკაში” ტრანსფერს ჯერ კიდევ ერთი თვის წინ ვარაუდობდა, თუმცა ანდრე მორეირას გამო ყველაფერი ჩაიშალა. შემდეგ ქართველი “ბრაგასთან” იყო ახლოს, მაგრამ პირად კონტრაქტზე ვერ შეუთანხმდა. გარდა ამისა, იწერება, რომ ლა კორუნისს “დეპორტივოც” დაინტერესებულია 27 წლის მეკარით.

გიორგი მაკარიძემ გასული სეზონი “მორეირენსეში” გაატარა და ძალზე დამაჯერებლადაც ითამაშა.

0.114992