იტალიური “მილანი” “იუვენტუსის” მცველის ლეონარდო ბონუჩის გადასაბირებლად იბრძვის. Sportmediaset-ის ინფორმაციით, “როსონერი” მზადაა, 30 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ “იუვეს” მატია დე შილიო, ალესიო რომანიოლი და თან გარკვეული ოდენობის თანხაც დაუთმოს.
მზადაა ბონუჩის პირადი კონტრაქტიც – სეზონში 7 მილიონი ევრო. როგორც ირკვევა, “მილანმა” “იუვენტუსს” 2 დღე მისცა აღნიშნულ წინადადებაზე მოსაფიქრებლად.
იტალიური მედია ბონუჩის აგენტის, ალესანდრო ლუჩის კომენტარს აქვეყნებს, რომელიც მისი კლიენტის “ბებერი ქალბატონიდან” წასვლას არ გამორიცხვას:
“ჩვენ ვმუშაობთ სხვადასხვა საკითხზე და მათ შორის გუნდის შეცვლის თემაზეც”, - თქვა ლუჩიმ.
ლეონარდო ბონუჩი “იუვენტუსში” 2010 წლიდან თამაშობს. მის მომავალს ლონდონის “ჩელსისაც” უკავშირებდნენ, მაგრამ იტალიის ჩემპიონმა წამყვანი ფეხბურთელი არ დათმო.