ჩოგბურთი

22:43 | 12.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

ფედერერი ნახევარფინალშია, ჯოკოვიჩმა თამაში შეწყვიტა

დიდი სლემის 18-გზის ჩემპიონმა როჯერ ფედერერმა მეთორმეტედ უიმბლდონის ნახევარფინალში გააღწია. როჯერმა მილოშ რაონიჩს მარტივად 6:4, 6:2, 7:6 მოუგო.

ნახევარფინალში ფედერერის მეტოქე ტომაშ ბერდიხი იქნება. ბერდიხმა ნოვაკ ჯოკოვიჩს პირველი სეტი 7:6 მოუგო და მეორე პარტიაში ჩეხი 2:0-ს იგებდა, რა დროსაც სერბმა იდაყვის ტრავმის გამო თამაში შეწყვიტა და ტურნირს გამოეთიშა.

ფედერერი ბერდიხის ნახევარფინალური შეხვედრა 14 ივლისს 18:00 საათზეა ჩანიშნული. ურთიერთშეხვედრებში შვეიცარიელი ჩეხს 18:6-ს უგებს.

0.131428