ფეხბურთი

23:40 | 12.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

“ჩელსიმ” ლოფტუს-ჩიკი გაანათხოვრა

ლონდონის “ჩელსის” ცენტრალური ნახევარმცველი რუბენ ლოფტუს-ჩიკი მომდევნო სეზონს “კრისტალ პალასის” რიგებში ჩაატარებს. აღნიშნული ცნობა ორივე მხარემ დაადასტურა.

21 წლის ნახევარმცველმა სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და 8-ნომრიანი მაისური მოირგო. ის “არწივების” ღირსებას ერთწლიანი იჯარით დაიცავს.

რუბენს გასულ სეზონში მხოლოდ 11-ჯერ მოუწია თამაში (სულ 343 წუთი) და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა. მას “ჩელსისთან” მოქმედი კონტრაქტი 2021 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.

0.122894