უიმბლდონის ნახევარფინალში ხორვატი მარინ ჩილიჩი ამერიკელ სემ ქუერის შეხვდება.
უიმბლდონის გასული წლის ჩემპიონი, მსოფლიოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი ენდი მარეი ტურნირის 1/4-ფინალში სემ ქუერისთან 6:3, 4:6, 7:6, 1:6, 1:6 დამარცხდა. ეს ის ქუერია, რომელთანაც ნიკოლოზ ბასილაშვილმა უიმბლდონის მეორე ეტაპზე 4:6, 6:4, 6:3, 6:3 დათმო შეხვედრა.
მარეი ქურეის მატჩი 2 საათსა და 46 წუთს გაგრძელდა. ამერიკელმა 27 ეისი ჩააწოდა. ქურეიმ უიმბლდონის ნახევარფინალში პირველად გააღწია. თუ ნოვაკ ჯოკოვიჩი ტურნირს მოიგებს მსოფლიოს ნომერ პირველი ჩოგანი გახდება.
მარინ ჩილიჩმა 1/4-ფინალში ჟილ მიულერს 3:6, 7:6, 7:5, 5:7, 6:1 აჯობა. ბოლო გადამწყვეტ სეტში მიულერი აშკარად დაიღალა და ხორვატს წინააღმდეგობა ვეღარ გაუწია.
ნახევარფინალური მატჩი 14 ივლისს თბილისის დროით 16:00 საათზეა ჩანიშნული, ურთიერთშეხვედრებში ჩილიჩი მეტოქეს 4:0-ს უგებს.