ვეტერანი ბრაზილიელი ფეხბურთელი დანი ალვეში კარიერას “პარი სენ-ჟერმენში” განაგრძობს. აღნიშნული ცნობა რამდენიმე წუთის წინ პარიზული კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.
34 წლის მარჯვენა მცველმა “იუვენტუსი” თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა და ახალ კლუბს უფასოდ შეუერთდა. ის “პარკ დე პრენსზე” 2019 წლის 30 ივნისამდე 32-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
ალვეში “იუვენტუსში” გასულ ზაფხულს გადავიდა და ტურინული გრანდის მაისურით გამართულ 33 მატჩში, 6 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა გააკეთა.