ჭადრაკი

0:59 | 12.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

შვეიცარია გრან პრის მესამე ეტაპს მასპინძლობს

შვეიცარიის ქალაქი ჟენევა ვაჟთა შორის გრან პრის გათამაშების მესამე ეტაპს მასპინძლობს.

ტურნირი, რომელშიც 18 მოჭადრაკე მონაწილეობს, შვეიცარიული სისტემით ცხრა ტურად ტარდება. ხუთი ტურის შემდეგ ასპარეზობას ალექსანდრ გრიშუკი (რუსეთი) და თეიმურ რაჯაბოვი (აზერბაიჯანი) ლიდერობენ, რომლებმაც 3.5-3.5 ქულა დააგროვეს.

მეხუთე ტურში აწ უკვე ყოფილი ერთპიროვნული ლიდერი რაჯაბოვი, თანამემამულე შახრიარ მამედიაროვს დაუზავდა, ხოლო გრიშუკმა უკრაინელ პაველ ელიანოვს მოუგო.

3.0-3.0 ქულით მე-3- მე-6 ადგილებს მამედიაროვი, პიოტრ სვიდლერი (რუსეთი), პენტალა ჰარიკრიშნა (ინდოეთი) და ლევონ არონიანი (სომხეთი) ინაწილებენ.

მეექვსე ტურში პირველ - მეექვსე ადგილებზე მყოფი მოჭადრაკეებიდან გრიშუკი-რაჯაბოვს, არონიანი-ჰარიკრიშნას, ხოლო სვიდლერი - მამედიაროვს შეხვდება.

0.113766