ფეხბურთი

21:50 | 11.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

19 წლამდელები - გერმანიის მწვრთნელი მარცხის მიზეზებზე

გერმანიის 19 წლამდელთა ნაკრების თავკაცმა ფრანკ კრამერმა მოკლედ ისაუბრა საქართველოში განცდილი მარცხის მიზეზებზე. როგორც იცით, გერმანელებმა ჯგუფში მხოლოდ ბულგარეთს სძლიეს (3:0), ჰოლანდიასთან და ინგლისთან კი ერთნაირი ანგარიშით - 1:4 წააგეს.

"ჰოლანდიასთან პირველ ტურში მარცხმა რთულ მდგომარეობაში ჩაგვაყენა. დანარჩენი ორივე მატჩი ჰანდიკაპით უნდა მოგვეგო. ჰოლანდიასთან საგოლე მომენტები ვერ გამოვიყენეთ, მეტოქის შემტევები კი ზუსტად საჭირო დროს საჭირო პოზიციაში იყვნენ.

...ტურნირზე მძაფრი კონკურენცია იყო, ჩვენ კი ბევრი შეცდომა დავუშვით. არადა, ფინალურ ეტაპამდე ექვსი მატჩიდან ექვსივე მოვიგეთ. გადამწყვეტ თამაშებში კი, სამწუხაროდ, კარგად ვეღარ გამოვიყურებოდით.

...ამასთან, სამი წამყვანი ფეხბურთელი გვაკლდა, რომლებსაც ბუნდესლიგაში თამაშის გამოცდილება აქვთ: ფელიქს პასლაკი ("დორტმუნდი"), ძიენის ბურნიჩი ("დორტმუნდიდან" "შტუტგარტში" განათხოვრებული) და სალიჰ ოზქანი ("კიოლნი").

...მიუხედავად წაგებებისა, ტურნირზე ბევრი რამის სწავლა შეიძლებოდა. ჩემთვის პრიორიტეტული საკითხიYფეხბურთელების განვითარებაა".

0.124822