კატალონიის “ბარსელონას” ბრაზილიელმა თავდამსხმელმა ნეიმარმა მის მომავალზე ჟურნალისტებთან კომიკური ფორმით ისაუბრა.
“დიახ, მე შემიძლია გადავიდე “მანჩესტერ იუნაიტედში”, მაგრამ ასევე შემიძლია წავიდე “ეიბარში”, - თქვა ნეიმარმა.
თავად მოთამაშის აგენტის, ვაგნერ რიბეირის თქმით, როგორც “წითელი ეშმაკების”, ასევე “პარი სენ ჟერმენის” შემოთავაზებები ძალიან მაცდურია, თუმცა გადაწყვეტილება ნეიმარმა უნდა მიიღოს.
ნეიმარმა 2016-2017 წლების სეზონში “ბარსას” შემადგენლობაში 46 მატჩი ჩაატარა და 20 გოლი გაიტანა.