ბათუმის “დინამოში” მატებაა. როგორც აჭარული გუნდის ვებგვერდი ოფიციალურად იტყობინება, ამიერიდან “დინამოს” ღირსებას ზურბა არზიანი დაიცავს. 29 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონის პირველი ნახევარი “საბურთალოში” გაატარა.
არზიანს კარიერის უმეტესი ნაწილი რუსეთში გაუტარებია. სხვადასხვა დროს “ანჟის”, “ვოლგას”, “სახალინისა” და “არმავირის” რიგებში გამოდიოდა. უთამაშია პრემიერლიგაშიც. რაც შეეხება საქართველოს – თბილისის “დინამო”, “დილა”, “შუქურა” და “საბურთალო”.