კატალონიის “ბარსელონას” თავდამსხმელი ნეიმარი ბრაზილიაშია და რთული სეზონის შემდგომ ისვენებს. 25 წლის მოთამაშე ადგილობრივ მედიას შეხვდა და კითხვას, თუ როგორი იქნება მისი მომავალი ‘ბლაუგრანაში”, ფეხბურთელმა შემდეგნაირად უპასუხა:
“ვერ გეტყვით ზუსტად თუ რა მოხდება ხვალ. ახლა “ბარსელონაში” თავს ბედნიერად ვგრძნობ, თუმცა ძნელია საუბარი იმაზე, რა მოხდება მომავალში”, - თქვა ნეიმარმა.
ბრაზილიელს “ბარსასთან” კონტრაქტი 2021 წლამდე აკავშირებს.