საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და „შახტარის“ მარჯვენა ნახევარმცველმა გიორგი არაბიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ „შახტარის“ დატოვებას აპირებს, თუმცა უცნობია გუნდი, რომლის შემადგენლობაში ახალგაზრდა და პერსპექტიულ მოთამაშეს ვიხილავთ.
„შახტარს დიდი ალბათობით დავტოვებ, თუმცა „ლოკომოტივში“ არ გადავდივარ. რუსეთს გამოვრიცხავ, მაგრამ სხვა დეტალებს ჯერ ვერ გავამხელ“, - თქვა არაბიძემ.
შეგახსენებთ, რომ არაბიძე „შახტარში“ 2015 წელს გადავიდა, თუმცა დღემდე მეორე გუნდში უწევს თამაში.