კალათბურთი

21:17 | 8.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

აკაკი დვალიშვილით ჩინელები დაინტერესდნენ 

საქართველოს ვაჟ კალათბურთელთა ბ ნაკრების წევრის, ცენტრალურ თავდამსხმელ აკაკი დვალიშვილით კალათბურთის ჩინური კლუბები დაინტერესდნენ. ამის შესახებ worldsport.ge აკაკის მეუღლემ, ლანა ბერიშვილი-დვალიშვილმა განუცხადა.

ჩინელებმა აკაკი დვალიშვილის თამაში საქართველოს ბ ნაკრებში ნახეს, რომელიც ამჟამად ჩინეთში იმყოფება და საკონტროლო მატჩებს ატარებს.

შეგახსენებთ, რომ აკაკი დვალიშვილი ამჟამად უკლუბოდაა დარჩენილი, რომელმაც 2016-2017 წლების სეზონი რუსეთის საკალათბურთო კლუბ ბ.კ. ,,ნოვოსიბირსკში’’ გაატარა.

0.114894