ჭიდაობა

10:57 | 8.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

ქართველების პოლონური სტარტი – 2-2 ოქრო და ბრინჯაო

პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში პრესტიჟული საერთაშორისო ტურნირის - "ციოლკოვსკისა და პეტლიასინსკის სახელობის ღია პირველობის” პირველ დღეს საჭიდაო ხალიჩაზე 5 ქართველი გავიდა და 4-მა მათგანმა მედალი მოიპოვა.

თავისუფალი სტილით ჭიდაობაში საპრიზო სამეულები 61 და 74 კილოგრამამდე წონით კატეგორიებში შეივსო. გიორგი იანტბელიძის გუნდის წევრთაგან საქმეში ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, ბექა ლომთაძე (ორივე - 61 კგ) და ავთანდილ კენჭაძე და ზურაბ ერბოწონაშვილი (ორივე - 74 კგ) ჩაერთნენ. მათ შორის ყველაზე შედეგიანად ხინჩეგაშვილმა იჭიდავა. ოლიმპიური თამაშების, მსოფლიოსა და ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა ყველა მეტოქეს აჯობა და ოქროს მედალს დაეუფლა. ლომთაძე და კენჭაძე კი ბრინჯაოებს დასჯერდნენ.

ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში 59, 75 და 130 კილოგრამამდე წონით კატეგორიებში გამოვლინდნენ ჩემპიონ-პრიზიორები. ქართველთაგან კონკურენციაში მხოლოდ მძიმეწონოსანი ლევან არაბული ჩაება, ტურნირი წაუგებლად ჩაამთავრა და ჩემპიონი გახდა.

დღეს მედლების 6 კომპლექტი გათამაშდება : თავისუფალ ჭიდაობაში - 57, 86, 125 კილოგრამებში, ხოლო ბერძნულ-რომაულში - 71, 80, 98 კილოგრამებში.

0.11671