ფეხბურთი

11:31 | 8.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

მარკო ვერატიმ პსჟ-ს მოუბოდიშა

იტალიელი ნახევარმცველი მარკო ვერატი “პარი სენ-ჟერმენს” ბოდიშს უხდის. მისი თქმით, აქამდე გავრცელებული ხმები არ ასახავდა რეალობას და ეს მხოლოდ მისი აგენტის სიტყვები გახლდათ.

“რთული დღეები იყო. ვნახე ჩემი აგენტის განცხადებები და მინდა ვთქვა, რომ ეს არ ყოფილა ჩემი ფიქრები და სიტყვები. ბოდიშს ვუხდი პსჟ-ს ყველა პერსონალს – პრეზიდენტს, თანაგუნდელებს, გულშემატკივრებს. ჩემი აგენტი შეცდა.

აქ ძალიან ბედნიერი ვარ და მზად ვარ, დავიწყო ვარჯიში ახალი სეზონისთვის. თუ ახლა კარგი ფეხბურთელი ვარ, ეს პსჟ-ს დამსახურებაა”, - აღნიშნა ვერატიმ.

შეგახსენებთ, აქამდე ვრცელდებოდა ცნობები, რომ იტალიელ ნახევარმცველს პარიზული გუნდის დატოვება და კატალონიის “ბარსელონაში” გადასვლა სურდა. მაგრამ, როგორც ჩანს, მარკომ გადაიფიქრა და დამდეგ სეზონსაც “პარკ დე პრენსზე” გაატარებს.

0.111467