ფეხბურთი

23:30 | 7.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

“ვალენსიამ” ნეტო დაიმატა

“ვალენსიამ” ბრაზილიელი მეკარე ნეტო გაიფორმა. აღნიშნული ინფორმაცია ესპანური კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.

27 წლის კიპერმა სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და ახალ კლუბთან 4-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა. კონტრაქტის მიხედვით, მისი გამოსასყიდი თანხა 80 მილიონი ევრო იქნება. “იუვენტუსმა” ბრაზილიელის სანაცვლოდ 7 მილიონი ევრო მიიღო.

ნეტო “იუვენტუსში” ჯანლუიჯი ბუფონის დუბლიორი იყო. მან გასულ სეზონში ტურინული გრანდის კარი 14-ჯერ დაიცვა, 9 გოლი გაუშვა და 8 მშრალი შეხვედრა ჩაატარა.

0.12939