ფეხბურთი

20:47 | 7.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ-მ ბერჩიჩე დაიმატა

"სოსიედადის" აწ უკვე ყოფილი მცველი იური ბერჩიჩე კარიერას "პარი სენ ჟერმენში" გააგრძელებს. აღნიშნული ინფორმაცია ფრანგული კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა. ესპანელმა ფეხბურთელმა ახალ გუნდთან კონტრაქტი 2021 წლის ივლისამდე გააფორმა. პარიზელებმა კი იურის სანაცვლოდ 16 მილიონი ევრო გაიღეს.

ბერჩიჩემ კარიერა "ბილბაოს" აკადემიაში დაიწყო და 2007 წელს 17 წლის ასაკში "ტოტენჰემში" გადავიდა. ინგლისში ესპანელს საქმეები კარგად არ წაუვიდა, მთავარ გუნდში ვერ ითამაშა და საბოლოოდ "რეალ უნიონის" წევრი 2010 წელს გახდა. ორი სეზონის შემდეგ ბერჩიჩე "სოსიედადში" მოხვდა.

გასულ სათამაშო წელს მარცხენა ფლანგის მცველმა 41 მატჩი ჩაატარა, გაიტანა გოლი და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა. ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება კი 3-დან 10 მილიონ ევრომდე გაიზარდა.

0.119341