კალათბურთი

21:15 | 7.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

ტეოდოსიჩი “კლიპერსში” გადავიდა

მოსკოვის ცსკა-ს გამთამაშებელი მილოშ ტეოდოსიჩი “ლოს ანჯელეს კლიპერსში” გადაბარგდა, აღნიშნულ ინფორმაციას ESPN-ი ავრცელებს. წყაროს ცნობით, სერბმა “კლიპერსთან” 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, რაშიც მილოში 12.3 მილიონ ამერიკულ დოლარს მიიღებს.

30 წლის გამთამაშებელი ცსკა-ში 2011 წლიდან თამაშობდა. ტეოდოსიჩმა გუნდთან ერთად 2016 წელს ევროლიგა მოიგო. 2010 წელს “ოლიმპიაკოსის” მაისურით ევროლიგის რეგულარული სეზონის საუკეთესო მოთამაშე გახდა.

მილოში ევროლიგის განვლილ სეზონში საშუალოდ 16,1 ქულასა და 6,8პასს აგროვებდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.133592