ინგლისურმა “მანჩესტერ იუნაიტედმა” ლივერპულის “ევერტონის” ფორვარდი რომელუ ლუკაკუ დაიმატა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. წყაროს ცნობით, “წითელ ეშმაკებს” ბელგიელი ფეხბურთელის ტრანსფერის სანაცვლოდ 75 მილიონი გირვანქას გაღება მოუწია.
მხარეებს შორის ყველა დეტალი უკვე შეთანხმებულია და 24 წლის თავდამსხმელი “მანიუსთან” ხელშეკრულებას უახლოეს ხანებში ოფიციალურად გააფორმებს.
რომელუ ლუკაკუ “ევერტონში” 2013 წლიდან თამაშობდა და ძალზე შედეგაინადაც. მაგალითად, გასულ სეზონში პრემიერლიგის ეგიდით 37 თამაშში 25 გოლი გაიტანა.
აქამდე, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ “მანჩესტერის” პრიორიტეტი შეტევის ხაზში ალვარო მორატა იყო, თუმცა, როგორც ჩანს ჟოზე მოურინიომ საბოლოოდ არჩევანი ლუკაკუს სასარგებლოდ გააკეთა.