ფეხბურთი

10:20 | 7.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

ზლატან იბრაჰიმოვიჩი "იუვეს" ესაუბრება

შვედი თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი შესაძლოა, ტურინის “იუვენტუსში” გადავიდეს. იტალიური მედია იტყობინება, რომ 36 წლის ფორვარდი და მისი აგენტი მინო რაიოლა არიან და “ბებერი ქალბატონის” ხელმძღვანელობასთან ტრანსფერის თაობაზე საუბარს გეგმავენ.

აქვე გეტყვით, რომ იბრაჰიმოვიჩი ამჟამად თავისუფალი აგენტია და შესაბამისად, ნებისმიერ გუნდთან მხოლოდ პირადი კონტრაქტის დეტალები აქვს მოსაგვარებელი.

შეგახსენებთ, ზლატანი გასულ სეზონში “მანჩესტერ იუნაიტედში” თამაშობდა, თუმცა გუნდმა ხელშეკრულება არ გაუხანგძლივა. იბრასთვის უცხო არც “იუვენტუსია” – ტურინში იგი 2004-2006 წლებში თამაშობდა და 92 მატჩში 26 გოლის გატანა მოახერხა.

0.116913