32 წლის მსროლელმა ნიკ იანგმა “გოლდენ სტეიტთან” ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა, რაშიც კალათბურთელი 5.2 მილიონ ამერიკულ დოლარს მიიღებს.
2013/17 წლებში იანგი “ლეიკერსის” ღირსებას იცავდა, სადაც განვლილ სეზონში საშუალოდ ერთ შეხვედრაში 13.2 ქულას აგდებდა. ის რამდენი დღის წინ თავისუფალი აგენტი გახდა.
იანგს ასევე “ვაშინგტონში” და “კლიპერსში” უთამაშია.