ჩოგბურთი

16:51 | 6.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილმა წყვილთა თანრიგშიც წააგო

უიმბლდონის წყვილთა თანრიგის ძირითადი ბადის პირველ წრეში ნიკოლოზ ბასილაშვილი, თავის ავსტრიელ მეწყვილე ანდრეას ჰაიდერ-მაურერთან ერთად, სანჩიჩი-ნისისის ხორვატულ-ფრანგულ დუეტთან 3:6, 1:6, 2:6 დამარცხდა. შეხვედრა საათსა და 20 წუთს გაგრძელდა. ქართულ-ავსტრიულმა წყვილმა მეტოქეს ვერანაირი პრობლემა ვერ შეუქმნა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ბასილაშვილმა ერთეულთა თანრიგში სემ ქუერისთან 4:6, 6:4, 3:6, 3:6 წააგო.

0.12153