კალათბურთი

13:37 | 6.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი შერმადინი “უნიკახა მალაგას” კალათბურთელია

საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრი გიორგი შერმადინი “უნიკახა მალაგაში” გადავიდა, აღნიშნულ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. შერმადინმა თავის ყოფილ გუნდთან, “ანდორასთან” კონტრაქტის გაგრძელებაზე უარი განაცხადა. “უნიკახასთან” ხელშეკრულების დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

შეგახსენებთ, რომ განვლილ სეზონში შერმადინმა საუცხოოდ ითამაშა და ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო სიმბოლურ ხუთეულში მოხვდა. თვის საუკეთესო მოთამაშედ სამჯერ აღიარეს.

შერმადინი 2009 წელს “პანათინაიკოსის”, ხოლო 2013 წელს “ოლიმპიაკოსის” მაისურით ევროლიგის ჩემპიონი გახდა. გიორგის ასევე უთამაშია თელ-ავივის “მაკაბიში”, “სარაგოსაში”, “კანტუში”, “ოლიმპიაში”.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.114575