“სევილიას” აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი ვისენტე იბორა კარიერას “ლესტერში” განაგრძობს. ტრანსფერი ორივე მხარემ ოფიციალურად დაადასტურა.
“მელიებმა” 29 წლის ცენტრალური ნახევარმცველის სანაცვლოდ 15 მილიონი ევრო გაიღეს და 4-წლიანი კონტრაქტი გაუფორმეს.
იბორამ გასულ სეზონში “სევილიას” რიგებში 44 შეხვედრა ჩაატარა, 8 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.