საფრანგეთის 21 წლამდელთა ნაკრების და აწ უკვე მადრიდის "ატლეტიკოს" მცველი თეო ერნანდესი კარიერას მადრიდის "რეალში" გააგრძელებს. აღნიშნული ინფორმაცია "ბლანკოსის" ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა. ფეხბურთელი ახალ გუნდთან 6-წლიან კონტრაქტს გააფორმებს. "რეალმა" ფეხბურთელის სანაცვლოდ 30 მილიონი ევრო გადაიხადა. ფებურთელის წარდგენა "სანტიაგო ბერნაბეუზე" 10 ივლისს მოხდება.
თეო "როხიბლანკოსის" აკადემიის აღზრდილია. მარცხენა ფლანგის მცველი 2016 წელს მთავარ გუნდში დაწინაურებისთანავე "ალავესში" გაანათხოვრეს, სადაც 38 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა. "ალავესში" თამაშის დროს ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 1 მილიონიდან 15 მილიონ ევრომდე გაიზარდა.