ფეხბურთი

20:51 | 5.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ლაკაზეტი "არსენალის" ფეხბურთელია

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების და აწ უკვე "ლიონის" თავდამსხმელი ალექსანდრ ლაკაზეტი კარიერას ლონდონის "არსენალში" გააგრძელებს. აღნიშნული ინფორმაცია "მეთოფეთა" ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა. 26 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ ინგლისურმა გრანდმა 52 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაიხადა და ფრანგი "არსენალის" ყველაზე ძვირადღირებული შენაძენი გახდა.

ლაკაზეტიმ ფრანგულ გუნდში 8 სეზონი გაატარა და 275 მატჩში 129 გოლი გაიტანა. თავდამსხმელი საფრანგეთის ლიგაში გამორჩეულად თამაშობდა. ალექსანდრმა ლიგა 1-ის გასულ 4 სეზონში 91-ჯერ გამოიჩინა თავი და ჯამში ყველაზე შედეგიანი იყო. საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებში კი ლაკაზეტიმ 11 შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108159