ჩოგბურთი

18:44 | 5.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილი უიმბლდონს გამოეთიშა

საქართველოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის 1/64-ფინალში ამერიკელ სემ ქუერისთან 4:6, 6:4, 3:6, 3:6 დამარცხდა. შეხვედრა საათსა და 54 წუთს გაგრძელდა.

ნიკას მეტოქის ჩაწოდებების აღება უჭირდა, რაზეც ქუერის 32 ეისი მეტყველებს, ბასილაშვილს 6 ეისი ჰქონდა. ქართველ ჩოგბურთელს, მთელი შეხვედრის განმავლობაში, მხოლოდ ერთი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა და ისიც მეორე სეტში ბრეიკად აქცია და სეტიც მოიგო. ქუერიმ კი 11 შესაძლებლობიდან 4 ბრეიკი შეასრულა. უნებლიე შეცდომებიც ნიკას უფრო მეტი ჰქონდა - 30, ქუერი – 16.

ბასილაშვილმა უიმბლდონის პირველ წრეში კარლო ბერლოკი 6:4, 7:6, 6:1 დაამარცხა, რითაც 35 000 ფუნდი სტერლინგი და 45 სარეიტინგო ქულა დაიმსახურა.

0.116037