ფეხბურთი

0:10 | 6.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

ვიტსელი: “ანჩელოტის კანავარო ვამჯობინე”

ბელგიის ეროვნული ნაკრების და ჩინური “ტინზიანის” ნახევარმცველმა აქსელ ვიტსელმა განაცხადა, რომ სანამ ის ჩინეთში გადავიდოდა, მისით გერმანული “ბაიერნი” იყო დაინტერესებული.

“ანჩელოტის უნდოდა, რომ მის გუნდში ვყოფილიყავი. ეს იმას ნიშნავს, რომ მე ევროპაში ჯერ კიდევ შემეძლო თამაში, თუმცა ანჩელოტის ფაბიო კანავარო ვარჩიე. შეიძლება წავიდე “იუვენტუსში”, მაგრამ არა “ბაიერნში”. ამით იმის თქმა მინდა, რომ არ დამვიწყებია ევროპა”, - თქვა 28 წლის მოთამაშემ.

ვიტსელი 2012-2016 წლებში “ზენიტში” თამაშობდა, 2017 წლის დასაწყისში კი ჩინეთში გადავიდა.

0.126303