კალათბურთი

0:45 | 6.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

“მაიამიმ” ბოშის მაისური უკვდავყო

“მაიამი ჰიტმა” კრის ბოშთან კონტრაქტი აღარ გაახანგრძლივა და მისი მაისური უკვდავყო. მაიამელთა განცხადებით, ბოშის პირველნომრიან მაისურს ამიერიდან ვერც ერთი მოთამაშე ვეღარ მოირგებს.

კალათბურთელმა ბოლო ორ სეზონში ჯანმრთელობის გაუარესების გამო ვეღარ ითამაშა. კონტრაქტის მიხედვით, მომდევნო ორი წლის განმავლობაში კრისს 52 მილიონი უნდა აეღო, რაც ახალი კალათბურთელების დასამატებლად იქნება გამოყენებული.

ბოში “მაიამისთან” ერთად 2012, 2013 წლებში ნბა-ს ჩემპიონი გახდა.

0.117206