22 წლის ქართველი ფორვარდი დავით დარციმელია უკრაინულ "კოლოსში" ვარჯიშობს. მან "დესნასთან" 4:0 მოგებულ ამხანაგურ მატჩში ითამაშა.
კოვალივკას "კოლოსი" უკრაინის პერშა ლიგის (რანგით მეორე) გუნდია.
დარციმელია თამაშობდა საქართველოს 17 და 19-წლამდელთა ნაკრებებში. ის "ლოკომოტივის" აღზრდილია, შემდეგ თამაშობდა უკრაინულ "სევასტოპოლსა" და უნგრულ "ნირედიჰაზაში". შემდეგ ისევ "ლოკოს" დაუბრუნდა, თუმცა თამაში იშვიათად უწევდა. ბოლოს კი, დარციმელია ღია ლიგის ლიდერ "თბილისში" ვარჯიშობდა.
ხუთი წლის წინ, საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები სწორედ დარციმელიას გოლით გავიდა ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში. დარციმელიამ ისლანდიას გაუტანა - 1:0.