35 წლის ფორვარდი ზაკ რენდოლფი “საკრამენტოსთან” 2-წლიანი კონტრაქტს მოაწერს ხელს, აღნიშნულ ინფორმაციას ESPN-ი ავრცელებს. წყაროს ცნობით, მხარეები კონტრაქტის დეტალებზეც შეთანხმდნენ, რამდენიმე დღეში ტრანსფერი ოფიციალური გახდება და რენდოლფი კონტრაქტის თანახმად ორ წელში 24 მილიონ ამერიკულ დოლარს მიიღებს.
ზაკი 2009-2017 წლებში “მემფისის” ღირსებას იცავდა, სადაც გუნდის ერთ-ერთი ლიდერი გახლდათ. განვლილ სეზონში ფორვარდი საშუალოდ ერთ შეხვედრაში 14.1 ქულას და 8.2 მოხსნას აკეთებდა.