ფეხბურთი

17:43 | 4.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

გოროზია "ლოკომოტივს" დაუბრუნდა

გიორგი გოროზია თბილისის "ლოკომოტივს" დაუბრუნდა. ის სამი წლის წინ გადავიდა ნორვეგიულ "სტაბეკში", სადაც ორწელიწადნახევარი ითამაშა და ურიგოდ არ გამოიყურებოდა, თუმცა ამ ზამთარს კლუბი შეიცვალა: აზერბაიჯანის "ზირაში" გააგრძელა კარიერა.

აი, "ზირაში" კი თითქმის საერთოდ არ უწევდა თამაში. 5 მატჩი და ჯამში 55 წუთი. გოროზია საქართველოს 17, 19 და 21-წლამდელთა ნაკრებში თამაშობდა.

ისე, "ლოკომოტივს" სეზონის პირველ ნახევარში ყველაზე მეტად სწორედ ნახევარდაცვის ცენტრში უჭირდა.

0.113029