საქართველოს პარამოფარიკავეთა ნაკრების წევრი, ირმა ხეცურიანი პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში, ეტლით ფარიკაობაში მსოფლიო თასის მორიგი ეტაპის გამარჯვებული გახდა.
ხეცურიანმა მსოფლიო თასის ფინალში ხმლით ფარიკაობაში, ტაილანდელი პარასპორტსმენი 15:8 დაამარცხა და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
3 ივილისდან ვარშავაში 23-წლამდელებს შორის რაპირით ფარიკაობაში მედლებისთვის კიდევ ერთი ქართველი პარამოფარიკავე ნინი თიბილაშვილი იბრძოლებს.
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური