ფეხბურთი

15:15 | 3.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

“სევილიას” პირველი ტრანსფერი

“სევილია” 2017-2018 წლების სეზონისთვის პირველ ტრანსფერს ახორციელებს. “ინტერის” ნახევარმცველი ევერ ბანეგა სევილიაშია და სამედიცინო შემოწმებას გადის.

29 წლის ფეხბურთელს ხელშეკრულებას “ნერვიონელები” რამდენიმე საათში გაუფორმებენ.

ბანეგამ “სევილიაში” 2 სენსაციური სეზონი ჩაატარა და გულშემატკივრების გული მალევე მოიგო.

არგენტინელმა 2014-2016 წლებში “სევილიას” მაისური 59-ჯერ მოირგო და 8 გოლი გაიტანა. მათთან ერთად ორჯერ მოიგო ევროპა ლიგა. რაც შეეხება “ნერაძურის”, 26 მატჩში – 6 გოლი და 6 საგოლე გადაცემა დაუგროვდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112344