იტალიური “ტორინოს” მთავარმა მწვრთნელმა სანიშა მიხაილოვიჩმა Gazzetta dello Sport-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ თავის გუნდში “რომას” ყოფილი კაპიტნის, ფრანჩესკო ტოტის დამატება სურს.
“ვფიქრობ, რომ ტოტის კიდევ შეუძლია მაღალ დონეზე თამაში მინიმუმ 1 წელი მაინც. ვიცი, ამ წინადადებას არ მიიღებს, თუმცა მე მზად ვარ შეთავაზება გავუკეთო. არ მიმაჩნია, რომ თუ ჩვენს წინადადებას დასთანხმდება ეს “რომას” ღალატი იქნება. ის მთელი კარიერის განმავლობაში უმტკიცებდა “ჯალოროსის” თავის სიყვარულს, თუმცა თუ შეიძლება ითამაშოს სხვა ქვეყანაში, რატომ არ შეიძლება ეს “ტორინოში” მოხდეს?”, - თქვა მიხაილოვიჩმა.