ლონდონის “არსენალი” “ლიონს” ალექსანდრ ლაკაზეტის ტრანსფერზე თითქმის შეუთანხმდა, აღნიშნულ ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს. წყაროს ცნობით, ლონდონელები ფრანგ შემტევში 53 მილიონ ევროს იხდიან და ფეხბურთელთან 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებენ.
ალექსანდრ ლაკაზეტი “ლიონში” 2009 წლიდან თამაშობს, 275 მატჩი აქვს ჩატარებული და 129 გოლი გატანილი.