ფეხბურთი

21:01 | 1.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

საულმა “ინდიელებთან” გაახანგრძლივა

დიდი იმედგაცრუების შემდეგ, რომელიც ესპანეთის 21-წლამდელთა ნაკრებმა პოლონეთში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე განიცადა, დადგა დრო, რომ ახალგაზრდა და პერსპექტიულ მოთამაშეს - საულ ნიგესს,ოფიციალურად გაეახლებინა კონტრაქტი მადრიდის “ატლეტიკოსთან”.

ახალი ხელშეკრულების თანახმად,ესპანელი მადრიდში 2026 წლამდე დარჩება.

“მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ყველა ჩემს თანაგუნდელს და მწვრთნელს იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც მათგან ყოველდღიურად ვგრძნობ. დიდი ბედნიერებაა, რომ ისევ “ატლეტიკოში” ვარ. ეს ჩემი ოჯახია და საუკეთესო ადგილი, სადაც დარჩენა მუდამ მინდა”, -თქვა საულმა.

საულთან დაკავშირებით კომენტარი “ატლეტიკოს” სპორტულმა დირექტორმა ხოსე კამინერომაც გააკეთა. “საული მაგალითია იმ ბავშვებისა, რომლებიც ჩვენს აკადემიაში აღიზარდნენ. ერთგულებისა და ხარისხიანობის ეტალონი”, - თქვა კამინერომ.

საულმა ფეხბურთის თამაში 2006 წელს“რეალში” დაიწყო, შემდეგ კი, 2008-2010 წლებში იყო “ატლეტიკოში”. 2010-2013 წლებში გადავიდა “ატლეტიკო B”-ში, თუმცა, პარალელურად მთავარ გუნდშიც თამაშობდა. 2013-2014 წლებში კი, “რაიო ვალიეკანოში” იყო განათხოვრებული.

0.102338