კაუნასში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ჭაბუკ ძიუდოისტთა შორის, მეორე საჭიდაო დღის დილის პროგრამის შემდეგ, მედლებისთვის ბრძოლას 6 ქართველი აგრძელებს.
ვაჟებში დღეს კონტინენტის ჩემპიონ-პრიზიორები დარჩენილ ოთხ წონით კატეგორიაში: 73, 81, 90 და +90 კილოგრამებში უნდა გამოვლინდნენ და აქედან ორში - 73 და 90 კილოგრამებში ევროპული ოქროსთვის საქართველოს ნაკრების წევრები იბრძოლებენ. დილის პროგრამა წაუგებლად ლაშა (73 კგ) და მიხეილ (90 კგ) ბექაურებმა ჩაამთავრეს. ილია სულამანიძე (81 კგ) და ლევან ჭელიძე (+90 კგ) კი რეპეშაჟის ფინალში გადაერვთნენ და მესამე საპრიზო ადგილს თითო გამარჯვება აშორებთ.
ფინალურ ბლოკში ლაშა ბექაური იტალიელ კენი კომი ბედელს დაეჭიდება. მიხეილ ბექაურიც იტალიელ მეტოქეს – ენრიკო ბერგამელის შეხვდება. ილია სულამანიძე – მოლდოველ ევგენი მატვეიჩიუსს, ხოლო ლევან ჭელიძე – რუსეთის ნაკრების წევრ დავიდ ბაბაიანს.
გოგონებში ევროპის ინდივიდუალური ჩემპიონატი სოფიო სომხიშვილისა (+70კგ) და რუსი დარია ვლადიმიროვას ფინალით დაგვირგვინდება. იქამდე კი, ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში მარიამ ჭანტურია (63 კგ) სლოვენიელ ზარია ტავკარს დაუპირისპირდება.
ფინალური ბლოკის შეხვედრები თბილისის დროით 18:30 საათზე დაიწყება.