ფეხბურთი

18:36 | 1.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

დეულოფეუ: “მოხარული ვარ, რომ პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელებთან ვითამაშებ”

მას შემდეგ, რაც “ბარსელონას” ესპანელი ნახევარმცველი ჟერარ დეულოფეუ დაუბრუნდა, ახალგაზრდა ფეხბურთელმა მედიასთან პირველი კომენტარი გააკეთა:

“ძალიან ბედნიერი ვარ, რომ “ბარსელონაში”დავბრუნდი. ვფიქრობ,ჩემი ადგილი ამ კლუბშია და ძალიან ვწუხვარ, რომ აქამდე არ მომეცა აქ თავის დამკვიდრების საშუალება. სამშობლოში თავს გაცილებით კარგად ვგრძნობ და მოხარული ვარ, რომ ახალი სეზონიდან მომეცემა შესაძლებლობა, ვითამაშო პლანეტის საუკეთესო მოთამაშეებთან ერთად”.

23 წლის კატალონიელმა გასული სეზონი “ევერტონში” დაიწყო, შემდეგ კი, განათხოვრების წესით, “მილანში” გადავიდა. “ბარსელონამ” მისი კონტრაქტი სრულად გამოისყიდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.130988