ჭადრაკი

11:07 | 1.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

ელვისებურ ჭადრაკში ფანცულაიამ იყოჩაღა

დასრულდა გრან პრის გათამაშების მე-3 ეტაპი ელვისებურ ჭადრაკში ვაჟთა შორის, რომელსაც ვერის ბაღში მდებარე ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლემ უმასპინძლა.

ტურნირში, რომელიც შვეიცარიული სისტემით 9 ტურად ჩატარდა ოთხი ქვეყნის (საქართველო, საფრანგეთი, რუსეთი, ბრაზილია) 69 მოჭადრაკე მონაწილეობდა.

8,0-8,0 ქულით პირველი-მეორე ადგილები საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა, ქვეყნის მრავალგზის ჩემპიონმა ლევან ფანცულაიამ და საერთაშორისო ოსტატმა გიგა ყუფარაძემ გაიყვეს. დამატებითი მაჩვენებლებით პირველი ადგილი და მთავარი პრიზი ფანცულაის ერგო.

დამატებითმა მაჩვენებელმა გადაწყვიტა ბრინჯაოს მედლის ბედიც, რომელსაც 7,0 ქულით მიხეილ კეკელიძე დაეუფლა. ამდენივე ქულით მე-4 ადგილზე ნიკა ვოლკოვი გავიდა.

0.114558