იტალიის სერია A-ს ბინადარი „ბოლონია“ საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელის, ლევან მჭედლიძის მიმართ ინტერესს ისევ იჩენს. Corriere Dello Sport-ის ინფორმაციით, „როსობლუს“ სასურველ ფორვარდთა შორის ქართველი პირველ ადგილზეა და უახლოეს ხანებში წესით, შეთანხმებაც უნდა შედგეს.
შეგახსენებთ, „ბოლონიას“ დაინტერესების შესახებ ადრეც იწერებოდა, თუმცა შემდეგ სიტუაცია ოდნავ ჩაცხრა. ისე კი, მჭედლიძის დამატების სურვილს თურქული „ტრაბზონსფორიც“ გამოთქვამს.
შესაბამისად, ნაკლებ სავარაუდო ლევანმა დამდეგი სეზონი სერია B-ში გაატაროს. გასულ სეზონში ქართველმა ფორვარდმა 15 შეხვედრაში 6 გოლი გაიტანა.