“ბარსელონამ” საკუთარი აღზრდილი ჟერარ დეულოფეუ “ევერტონიდან” 12 მილიონ ევროდ გამოისყიდა. ტრანსფერი რამდენიმე საათის წინ შედგა და ორივე მხარემ ოფიციალურად დაადასტურა.
“ბლაუგრანამ” 23 წლის ვინგერს კონტრაქტი 2019 წლის 30 ივნისამდე გაუფორმა.
დეულოფეუმ გასული სეზონი “ევერტონის” რიგებში დაიწყო და პრემიერლიგაში 11 უგოლო შეხვედრა ჩაატარა, ხოლო ზამთრის სატრანსფერო პერიოდში იჯარით “მილანში” გადაბარგდა და სერია A-ს 17 მატჩში 4 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.