ფეხბურთი

12:35 | 29.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

მაკარიძე და “ბრაგა” ჩაიშალა

გიორგი მაკარიძის “ბრაგაში” გადასვლის შესახებ პორტუგალიური გამოცემები აქტიურად წერდნენ და თითქოს გადაწყვეტილიც იყო ტრანსფერი, მაგრამ ბოლო მომენტში გარიგება ჩაიშალა. Correiodominho-ს ინფორმაციით, “ბრაგა” და ქართველი ფეხბურთელი ხელფასზე ვერ შეთანხმდნენ.

არადა, წყაროს ცნობით, კლუბებს შორის ყველაფერი მოგვარებული გახლდათ და “ბრაგაც” მზად იყო 4-წლიანი კონტრაქტი გაეფორმებინა.

შეგახსენებთ, მაკარიძემ გასული სეზონი “მორეირენსეში” გაატარა და წამყვანი პორტუგალიური კლუბების ყურადღება კარგი თამაშით მიიპყრო.

0.116341