ჯაბა ლიპარტია კარიერას რუსეთის პრემიერლიგის ბინადარ მახაჩყალის “ანჟიში” გააგრძელებს. ამის შესახებ დაღესტანური კლუბის ვებგვერდი ოფიციალურად იტყობინება. ლიპარტია “ანჟის” თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და გუნდთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
აღსანიშნავია, რომ ჯაბა “ანჟის” რიგებში აქამდე სინჯებზე იმყოფებოდა და რამდენიმე საკონტროლო მატჩშიც ითამაშა, რომლებშიც 2 საგოლე პასით გამოირჩა.
ჯაბა ლიპარტია თბილისის “ვიტ-ჯორჯიას” ღირსებას იცავდა, ხოლო 2011 წლიდან ლუგანსკის “ზორიას” წევრი იყო, რომლის შემადგენლობაშიც 169 შეხვედრაში 15 გოლი გაიტანა.